რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ შრომაში ვაკე-ზედუბანი-ორმეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზა, სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაოები, წლის ბოლომდე დასრულდება.
"ოზურგეთელებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას ვასრულებთ - სოფელ შრომაში, ვაკე-ზედუბანი - ორმეთის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 3 278 მეტრი-სიგრძის გზა, სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. პროექტის ბიუჯეტი 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის!" - წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე.