26 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
"გზა გახსნილია მსუბუქი ავტომანქანებისთვის, არანაირი საფრთხე არ არსებობს" - ონის მერის პირველი მოადგილე რაჭის გზის შესახებ, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა

რაჭის გზაზე, სადაც კედლის გამაგრების სამუშაოებისას მიწის მასა ჩამოიშალა, გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "არეა ქონქრეთ ჯგუფი" ასრულებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, მიწის ჩამოშლის გამეორების საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მათი განცხადებით, სოფელ ზუდალში მიწის ფერდობის ჩამოშლამ ცენტრალური საავტომობილო გზის გარკვეული ნაწილის დაზიანება გამოიწვია, თუმცა, ამ დროისთვის, მსუბუქი მანქანებისთვის, გადაადგილება უკვე შესაძლებელია.

"მიმდინარეობდა სამუშაოები, ტერიტორია დაცული იყო პარაპეტებით, მიმდინარეობს ბეტონის კედლის ჩასხმა და მოძრაობის გამო მოხდა ჩამოშლა ფერდის, რამაც პარაპეტის ერთი მეტრის სიგანეზე გვერდული ჩამოშალა. არავინ დაშავებულა, უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია,"- აცხადებს დასავლეთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ კირვალიძე.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის თქმით, გზა გახსნილია მსუბუქი ავტომობილებისთვის და, ამ ეტაპზე, არანაირი საფრთხე არ არსებობს.

"შესაბამისი პარაპეტებით არის შემოსაზღვრული გზა, გზა არის გახსნილი მსუბუქი ავტომანქანებისთვის, არანაირი საფრთხე არ არსებობს,"- აცხადებს გიორგი ნოდარიშვილი.

შპს არის ცემენტ ჯგუფის წარმომადგენელი ვაჟა დონდუა ამბობს, რომ მსგავს საფრთხეს ელოდნენ და სწორედ მისი გათვალისწინებით, უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო.

"არანაირი ბეტონის მასა არ არის ჩამოსული, ჩამოსულია ფერდი, რომელიც იყო გამოფიტული, თუმცა, ამ ყოველივეს მოველოდით და აქედან გამომდინარე მოხდა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გათვალისწინებით გზის სავალი ნაწილის შემცირება,"- აცხადებს ვაჟა დონდუა.

 

 

 

დღის ამბები