26 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
ჟიტომირის რეგიონის თავზე, წვრთნის დროს ერთმანეთს უკრაინის ორი საბრძოლო თვითმფრინავი შეეჯახა - დაიღუპა სამი პილოტი

უკრაინაში ომის 550-ე დღეა. ჟიტომირის რეგიონის თავზე, წვრთნის დროს ერთმანეთს უკრაინის ორი საბრძოლო თვითმფრინავი შეეჯახა. ნამსხვრევები კერძო სახლების ეზოებში ჩამოვარდა, თუმცა ტერიტორიაზე არავინ დაშავებულა. ახლა უნდა დადგინდეს, იყო თუ არა თვითმფრინავები კარგ მდგომარეობაში და იყო თუ არა დაცული ყველა წესი ფრენის შესრულებამდე. სპეციალისტები ე.წ. შავ ყუთებს შეისწავლიან.

"გუშინ კატასტროფა მოხდა ცაში, ჟიტომირის რაიონში. სამი პილოტი დაიღუპა, მათ შორის იყო ანდრეი პილშჩიკოვი, მეტსახელად ჯუისი. უკრაინელი ოფიცერი, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს, ყველას ვინც იცნობდა ამ ახალგაზრდებს. დეტალებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა გარემოება გაირკვევა. ეს ტრაგედია ემთხვევა სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელთა პროფესიულ დღეს, რომელიც 30 წელია აღინიშნება... ნამდვილი ძალა მხოლოდ იმ სახელმწიფოებშია, რომლებმაც იციან როგორ დაიცვან საკუთარი ცა და პატივს სცემენ საკუთარ ავიაციას. წელს, უკრაინამ უნდა შეასრულოს ყველა ამოცანა, ჩვენს საჰაერო სივრცეში F-16-ების შესაყვანად. ეს იქნება უკრაინის სამხედრო ავიაციისთვის ახალი სიმაღლე, რაც ასევე დააბრუნებს სამოქალაქო ავიაციას უკრაინის ცაზე. ეს ყველაფერი მიგვაახლოებს გამარჯვებასთან და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას,"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები