სტიქიიდან 25-ე დღეს, შოვში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, იძებნება ორი ადამიანი. ნაპოვნია 31 ცხედარი, საიდანაც 29 იდენტიფიცირებულია.
ძებნის არეალი 60 კილომეტრამდეა გაფართოებული. მაშველები მდინარეების კალაპოტებში მუშაობენ, ასევე მოწმდება სტიქიის ეპიცენტრი და უკვე შემოწმებული არეალებიც.