ჩინეთმა ათობით თვითმფრინავი და ხომალდი ტაივანის მიმართულებით გაგზავნა. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის 32 თვითმფრინავი და საზღვაო ძალების ცხრა გემი აღმოაჩინეს. მათგან 20-მა თვითმფრინავმა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი გადაკვეთა ან დაარღვია ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა.
საპასუხოდ, ტაივანმა მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი თვითმფრინავები, გემები და სარაკეტო სისტემები. ჩინეთის ეს ქმედება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ტაივანისთვის 500 მილიონი დოლარის იარაღის მიყიდვას მოჰყვა.