საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოებისას მიწის მცირე მასის ჩამოწოლის გამო არავინ დაშავებულა, მსგავსი შესაძლო საფრთხე კი გათვალისწინებული იყო და შესაბამისი უსაფრთოების ზომებიც მიღებული - ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ.
როგორც შპს "არეა ქონქრეთ ჯგუფის" წარმომადგენელმა ვაჟა დონდუამ განმარტა, რკინა/ბეტონის კედლის მშენებლობისას ჩამოიშალა გამოფიტული ფერდი და ბეტონის კედლის ჩამოშლას ადგილის არ ქონია.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის გიორგი ნოდარიშვილის ინფორმაციით კი, ამ დროისთვის მსუბუქი მანქანებისთვის გზაზე გადაადგილება უკვე აღდგენილია.
"ქუთაისი ალპანა მამისონის 107კილომეტრზე ჩამოიშალა კლდის მასა, რაც მთავარია სამუშაოების შესრულების დროს არავინ დაშავებულა, შესაბამისი პერიპეტიებით არის შემოსაზღვრული გზა, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია მსუბუქი ავტომანქანებისთვის. მიმდინარეობს სამუშაოები, შესაბამისად, ეს საფრთხე მოსალოდნელი იყო, ამიტომაც გათვალისწინებულია ყველა პირობა იმისათვის, რომ არავინ დაზიანდეს," - განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ნოდარიშვილმა.
"მიმდინარეობდა რკინა/ბეტონის კედლის მშენებლობა, რა დროსაც მოხდა უკვე გამოფიტული ფერდობის ჩამოშლა, რამაც გამოიწვია სავალი გზის შევიწროვება, თუმცა პერიპეტიებით არის შემოსაზღვრული ყოველივე. საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია და შეფერხება არ აქვს არცერთ სატრანსპორტო საშუალებას. არანაირი ბეტონის მასა არ არის ჩამოშლილი, ჩამოსულია ფერდი, რომელიც იყო გამოფიტული, ამ ყოველივეს ველოდით და სწორედ ამიტომ იყო უსაფრთხოების ზომები გათვალისწინებული," - განმარტა შპს "არეა ქონქრეთ ჯგუფის" წარმომადგენელმა ვაჟა დონდუამ.
შეგახსენებთ, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირეველი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა. შემთხვევის გამო არავინ დაშავებულა, ვინაიდან მიმდინარე სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული.
აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში.