26 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
მეთხილე ფერმერების მხარდამჭერი პროგრამა - მათთვის, რომლებიც არაუმეტეს 3 ჰექტარ თხილის ბაღს ფლობენ, სახელმწიფო ერთ ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას გასცემს

სამეგრელოში თხილის მოსავლის აღების პროცესი მიმდინარეობს. ფერმერების თქმით, წელს თხილის მოსავალი გაცილებით უკეთესია. მიზეზი კი ის აგროქიმიკატებია, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეიძინეს. ამბობენ, რომ თხილის ბიზნესი სამეგრელოში ყველაზე მომგებიანია. მოსავლისგან შემოსული თანხით, მათი ნაწილი სწორედ ბაღების გაფართოებას გეგმავს.

მოსავლის აღება ჯერ დასრულებული არ არის. თხილის ხარისხზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ფერმერებთან ერთად, პოზიტიური მოლოდინი მწარმოებლებსაც აქვთ.

ფერმერებისთვის, რომლებიც არაუმეტეს 3 ჰექტარ თხილის ბაღს ფლობენ, სახელმწიფო ერთ ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას გასცემს. გამოყოფილი თანხით, თხილის მოვლის საშუალებების შეძენაა შესაძლებელი, რაც ხარისხიანი მოსავლის მისაღებად მთავარი წინაპირობაა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ფერმერების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია.

მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამით 90 000-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს. მათ ჯამში 20 მლნ ლარზე მეტი ღირებულების დახმარება მიიღეს.

დღის ამბები