თბილისში შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ, სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა. გიორგი დუდაშვილს რაჭაში ოჯახის ოთხი წევრი დაეღუპა - მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ისინი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
გიორგი დუდაშვილს ქაშუეთის ეკლესიაში დღეს მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა მიუსამძიმრეს.