26 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ტესტ მატჩს გამართავს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ტესტ-მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნები ედინბურგში, შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.

ორივე გუნდი, შეხვედრას, რომელიც თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება, ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. რიგით მესამე ტესტ-მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით საფრანგეთში გადაინაცვლებს და ავსტრალიასთან მატჩისთვის მოემზადება.

2023 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, პარიზში გამართავენ.

 

დღის ამბები