ყაზბეგში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს - ყაზბეგობას აღნიშნავენ. ღონისძიებები ყველა თაობის წარმომადგენელს აერთიანებს. გაიმართება სპორტული აქტივობები - შეჯიბრი მკლავჭიდსა და დოღში.
ყაზბეგობა 2023-ს, მოხევეებს, ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, რეგიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სახალხო მთქმელები და პოეტები მიულოცავენ.
"ყველას ველოდებით სპორტულ მოედანზე, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გაიმართება სპორტული ღონისძიება - დოღი, შეჯიბრება მკლავჭიდში, ასევე ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, ასევე პოეტები და სახალხო მთქმელები", - აღნიშნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.