პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე და პირველი გამარჯვება ანგარიშზე. ილიას ზუროსის გუნდმა კაბო-ვერდეს 85:60 სძლია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია აღმოჩნდა, რომელმაც 16 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა გოგა ბითაძემ - მას 15 ქულა, 11 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა. ასევე ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე სანდრო მამუკელაშვილს.
კაბო-ვერდესთან მისია შესრულებულია, ჯგუფში მთავარი მატჩი საქართველოს 28 აგვისტოს ელის, ჩვენი მეტოქე სლოვენია იქნება.