ფილიპე ღუბიანური 1 წლისა და 6 თვის ტყუპის ცალია და მას საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ფილიპე რვა თვის წინ სეფსისის დიაგნოზით მოხვდა თბილისის ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში, სადაც განუვითარდა სეპტიკური შოკი და ჩავარდა კომაში. საქართველოში ვერ მოხერხდა შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, კომაში ჩავარდნიდან 5 თვის შემდეგ საჭირო გახდა სტამბოლში ქოჩის საუნივერსიტეტო კლინიკაში მისი გადაყვანა, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია, რის შედეგად მარცხენა დაზიანებული თირკმელი ამოუღეს, რომელიც იყო ინფექციის წყარო.
6 თვის თავზე ბავშვმა დაიწყო კომიდან გამოსვლა, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში დამხმარე ვენტილაციაზე იმყოფება.
ოჯახს ყველა ფინანსური რესურსი ამოეწურა, რეანიმაციის ყოველდღიური გადასახადი 2500 დოლარს შეადგენს. კლინიკის დავალიანებისა და მკურნალობის გასაგრძელებლად კი 100 000 დოლარია საჭირო.
ექიმების შეფასებით, ფილიპეს აპარატიდან მოხსნას რამოდენიმე თვე დაჭირდება შესაბამისი მკურნალობით და რეაბილიტაციით. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხოთ: