26 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ბათუმის დრამატულ თეატრში "ღამის სერენადების" საიუბილეო, მეთხუთმეტე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ბათუმის დრამატულ თეატრში "ღამის სერენადების" საიუბილეო, მეთხუთმეტე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. კონცერტში, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

"ღამის სერენადები" ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ლიანა ისაკაძეს ეკუთვნის. წელს ფესტივალი ბათუმში, ბორჯომსა და თბილისში იმართება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები