დღეს ქართული სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა – ამ წუთებში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს მართავს. საქართველო იაპონიის კუნძულ ოკინავაზე აფრიკის წარმომადგენელ კაბო ვერდეს ხვდება.
2023 წლის მთავარ საკალათბურთო ფორუმს ილიას ზუროსის შეგირდები კარგად მომზადებულები და მობილიზებულები ხვდებიან. რასაც ამ დროის ანგარიშიც მოწმობს. ამ წუთის მონაცემებით ტაბლოზე 11:20. უპირატესობა საქართველოს ნაკრებს აქვს.