საბერძნეთში ისევ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სალიკვიდაციო პროცესში ათასობით მეხანძრესთან ერთად, ავიაციაც არის ჩართული.
დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი შენობა. ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით დაკავებულია 79 ადამიანი.