26 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის გამარჯვებული ლოჯისტიკის სარდლობა მეორედ გახდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის გამარჯვებული ლოჯისტიკის სარდლობა მეორედ გახდა. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა.

მეორე და მესამე ადგილებზე გასულმა გუნდებმა კი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღეს. გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მეუღლეს, ეროვნული გმირის სახელობის მედალი გადასცა. ტურნირში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 26 გუნდი მონაწილეობდა.

სპორტული ღონისძიების ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმაც გამართეს.

ჩემპიონატი 2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაარსდა და ეროვნული გმირის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, მას სიმბოლურად, გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდება.

დღის ამბები