ლაზარე გრიგორიადისის პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა. სხდომაზე ტრასოლოგიური, ქიმიური და სახანძრო ექსპერტები დაიკითხნენ. დღევანდელ პროცესზე ასევე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადასინჯვაც მოხდა - დაცვის მხარემ გირაოს შესახებ შუამდგომლობა წამოაყენა, თუმცა პატიმრობა სასამართლომ უცვლელი დატოვა.
შემდეგი პროცესი 22 სექტემბერს დაინიშნა. გრიგორიადისს პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. საქმე ეხება 7-8 მარტის საპროტესტო აქციებს, რომლის მონაწილეც ლაზარე გრიგორიადისი იყო.