26 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
თუ ქვეყანაში გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემა არ გვექნება, არჩევნების გაყალბებისგან ვერცერთი ტიპის სისტემა ვერ დაგვიცავს - გრიგოლ გეგელია

კელი დეგნანი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ელჩმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ელექტრონულ არჩევნებს უკავშირდებოდა. აშშ-ს ელჩმა გაიმეორა, რომ მსგავსი სისტემით კენჭისყრა არ არის 100%-ით დამზღვევი. თქვა ისიც, რომ 2020-2021 წლის არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის ანგარიშში არავის უწოდებია სამართლიანი.

კელი დეგნანის განცხადებებს იზიარებს ოპოზიცია - „სტრატეგია აღმაშენებელში“ ამბობენ, რომ არა მარტო 2021-ში, არამედ 2018 წლის არჩევნების ანგარიშშიც კი არის ნაჩვენები, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი არ ყოფილა.

„ხვალ რომ ახალი სისტემით გაიმართება არჩევნები რას ნიშნავს შინაარსობრივად ეს? ეს არავინ არ იცის. რატომ ხდება დაგვიანება საინფორმაციო კამპანიის? რატომ არ ხდება ხალხთან და საზოგადოებასთან მუშაობა? ეს კითხვები ხომ აბსოლუტურად ყველას გვაქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ არის ის, რომ ელექტრონულობა ან ტექნოლოგიების გამოყენება იმ მასობრივ მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას ვერაფერს ვერ უზამს.

მთავარი შეფასება ნებისმიერი არჩევნების დროს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სამწუხაროდ, სიტყვა სამართლიანი და თავისუფლება ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით, მარტო 2021-ში არა, 2018-ის ანგარიში ამოიღეთ, არ გამოყენებულა,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება „ლელოს“, პარტიაში აცხადებენ, რომ თუ ქვეყანაში ადეკვატური გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემა არ გვექნება, არჩევნების გაყალბებისგან ვერცერთი ტიპის სისტემა ვერ დაგვიცავს.

„რა თქმა უნდა 100%-იანი დამცველი არაფერი არ არის, ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ჩავარდნის შესახებ, რომელიც გააჩნია ქართულ საარჩევნო სისტემას. ამავე დროს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ამ ქვეყნის პოლიტიკური პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ არჩევნები ძალიან ხშირად და მეტი პროცენტულობით ყალბდება არა უშუალოდ იმ დღეს, არამედ არჩევნების წინ, წინასაარჩევნო პერიოდში. თუ ჩვენ არ გვექნება ადეკვატური გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემა, ამ შემთხვევაში ვერც ერთი ტიპის სისტემა ვერ დაგიცავს,“ - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები