26 ნოემბერი 2024,   07:59
ვრცლად
დაგროვებითი პენსიის არსებული მოდელი 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება

დაგროვებითი პენსიის არსებული მოდელი, 2028 წლის პირველ იანვრამდე უცვლელი დარჩება, - ეს განცხადება "კურიერთან" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

პაატა კვიჟინაძის თქმით, საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით უკვე მიიღო და სექტემბერში საბოლოოდ დაამტკიცებს ახალ კანონს, რომელიც ყველა მოქალაქეს დაბალრისკიან სისტემაში დატოვებს, ხოლო ვისაც მაღალი რისკის პორტფელში გადასვლის სურვილი ექნება, არჩევანს თავად გააკეთებს.

"შემოვიდა კანონი, პირველი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა და სექტემბერში დასრულდება, სადაც წერია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ავტომატურად გადავიდეს მაღალრისკიანში აღარ იქნება ანუ დარჩება ისე, როგორც ახლა არის, ყველანი დარჩებიან დაბალრისკიანში, მაგრამ მათ ექნებათ საშუალება თუ ვინმეს აქვს სურვილი, გადავიდეს მაღალრისკიანში, გადავა და რაზეც ისაუბრეს და ძალიან კარგად ახსნეს ჩვენმა მეგობრებმა, ექნებათ ის უფლებები და ის პრიორიტეტები. ანუ კანონით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე, დარჩება ისე ყველაფერი, დაბალრისკიანში, როგორც დღემდე იყო, ამაში არავის არაფერი სანერვიულო არ აქვს,"- აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, 4 სექტემბერს უკვე ჩანიშნულია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ეს კანონპროექტი მეორე მოსმენით გადის. 

"ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიაზე, ერთხელ და სამუდამოდ ითქვა, რომ ის წესი და კანონი, რომელიც იქნა მიღებული დაგროვებითი პენსიის შესახებ 2018 წელს, იქ იყო მითითებული, რომ 6 სექტემბრიდან ამ ბენეფიციარებს უკვე უფლება ჰქონდათ აერჩიათ სხვადასხვა პაკეტი, მაგრამ ჩვენ ახალი კანონი შევიტანეთ და ეს ვადა 2028 წლამდეა გადაწეული ანუ ყველა ადამიანი, ვინც არის მოსარგებლე დაგროვებითი პენსიის, რჩება დაბალრისკიან პაკეტში - სახელმწიფო იღებს ამის ვალდებულებას. 4 სექტემბერს უკვე ჩანიშნულია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც მეორე მოსმენით გადის ეს კანონპროექტი,"- აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა ლომინაძე.

დღის ამბები