ბაღდათში, საირმის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ცოცხალ ძალასთან ერთად, სამაშველო ოპერაციაში ავიაციაც ჩაერთო.
ცეცხლის ქრობის პროცესში 3 ვერტმფრენი მონაწილეობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.