26 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
ოზურგეთში ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს

ოზურგეთში ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის თემა გურიის რეგიონში თხილის ფასი იყო.

როგორც ოპოზიციონერებმა განაცხადეს, ერთი კილოგრამი თხილის ფასად საშუალოდ 3 ლარის განსაზღვრა გურული გლეხების ოჯახებისთვის მატერიალურ კატასტროფას ნიშნავს, რადგან როგორც წესი თხილის შემოსავალზეა დამოკიდებული ადგილობრივი მოსახლეობის მთელი წლის ხარჯები.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ეჭვობენ, რომ თხილის ფასი ხელოვნურად კონტროლდება და მისგან სარგებელს მხოლოდ თხილის ბიზნესის მაკონტროლებელი რამდენიმე ბიზნესმენი იღებს.

დღის ამბები