იაპონიაში, მას შემდეგ, რაც მთავრობამ ფუკუშიმას ატომური სადგურიდან რადიაქტიური წყლის წყნარ ოკეანეში ჩაღვრა დაიწყო, საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
მოსახლოების ნაწილს მიაჩნია, რომ რადიოაქტიური წყლის ჩაშვებამ ადგილობრივებს დამანგრეველი დარტყმა მიაყენა. არის საშიშროება, რომ ზიანი მიადგეს ტურისტულ ინდუსტრიასაც. მომხდარმა შეშფოთება გამოიწვია მეზობელ ქვეყნებში. ჩინეთმა იაპონიიდან ყველა სახის ზღვის პროდუქტის იმპორტი აკრძალა.