ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა. ვაშინგტონმა რუსეთში სანქციები 11 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს დაუწესა.
ე.წ. შავ სიაში ჩეჩნეთის ლიდერის დედა და მისი საზოგადოებრივი ფონდი, ჩეჩნეთის მთავრობის მეთაური და ყირიმის საბავშვო ცენტრ "არტეკის" დირექტორი მოხვდნენ.
მათ ბრალი ედებათ უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის ხელშეწყობაში.