26 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
"ნიკორა ტრეიდი" განცხადებას ავრცელებს - მზა კერძების მცირე ზომის საწარმოს პროცესის შეჩერების მიზეზი "ჯეო დისტრიბუციის" ქათმის ფილე "გრაკო" გახდა 

"ნიკორა ტრეიდის" მზა კერძების მცირე ზომის საწარმოს პროცესის შეჩერების მიზეზი "ჯეო დისტრიბუციის" ქათმის ფილე "გრაკო" გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ნიკორა ტრეიდი" ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, "ნიკორა ტრეიდი" სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საკვებად მიიღო "კოტლეტი კიევური". ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე "გრაკოს", რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია „ჯეო დისტრიბუცია". რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ პრობლემის განვრცობის მასშტაბი ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები