26 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
კახეთში რთველი იწყება - რით ეხმარება სახელმწიფო მევენახეებს და რა სუბსიდიას მიიღებენ კომპანიები დაზიანებული ყურძნის სანაცვლოდ

სეტყვამ ვენახების ნაწილი გაანადგურა, თუმცა ფერმერებს ხარისხიანი მოსავლის მიღების იმედი აქვთ, რომლის ჩაბარებასაც წელს უპრობლემოდ შეძლებენ.

განსაკუთრებით ემზადებიან ღვინის მწარმოებლები, რომლებიც ყურძენს საკუთარი ვენახებიდან და მოსახლეობისგან იღებენ. ის კომპანია, რომელიც რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძენს არანაკლებ 90 თეთრად შეიძენს, სუბსიდიის სახით სახელმწიფოსგან 20 თეთრის ოდენობით მხარდაჭერას მიიღებს.

მევენახეები წელს სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებასაც შეძლებენ. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი დაზიანებული მოსავლის შესყიდვაზე უარს იტყვის, მას სახელმწიფო საწარმო ჩაიბარებს და 90 თეთრს გადაუხდის. გადაწყვეტილება ზუსტად ერთი თვის წინ მთავრობის მეთაურთან გამართულ შეხვედრაზე დამტკიცდა.

რა გზას გადის კომპანია სუბსიდირების მისაღებად - ამ ინფორმაციას საკოორდინაციო შტაბი გასცემს, რომელიც რთველის დაწყების პარალელურად გაიხსნა. ადგილზე ჩავიდა სოფლის მეურნეობის მინისტრიც. ოთარ შამუგიას განმარტებით, პროცესს სახელმწიფოსგან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს, როგორც სუბსიდირების, ასევე დაზღვევის ნაწილშიც. მისივე თქმით, უწყება მევენახეებს აგროდაზღვევასა და მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებაშიც ეხმარება, რაც მომავალში ღვინის ექსპორტს გაზრდის.

ყურძნის გადამუშავებაში 500-მდე საწარმოა ჩართული. წელს მოსავლის 200 000 ტონამდე მატებას ელოდებიან.

დღის ამბები