26 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ღამის სერენადებმა ბათუმში გადაინაცვლა - ფესტივალი 22 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით იმართება

ღამის სერენადებმა ბათუმში გადაინაცვლა - ფესტივალის შესახებ პრესკონფერენცია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.

ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა დღეს და ხვალ ბათუმში დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს. ფესტივალი 22 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით იმართება.

მისი დამფუძნებელია მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი კი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე. ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია ექვსი კონცერტი.

დღის ამბები