26 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
სტიქიის ზონაში კიდევ 2 ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რიცხი 31-მდე გაიზარდა

სტიქიის ზონაში კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კიდევ ორი ადამიან. 

სავარაუდოდ, ერთ-ერთი ცხედარი ზრდასრულ მამაკაცს ეკუთვნის, მეორე კი არასრულწლოვანს.  

რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხი 31-მდე გაიზარდა. თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სამძებრო სამუშაოების არეალი გაფართოებულია და ის გაგრძელდება, სანამ გარდაცვლილთა ცხედრების აღმოჩენის იმედი არ გადაიწურება.  

"სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. ჩვენ დაახლოებით აღებული გვაქვს საორიენტაციოდ 8 ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი და მათ ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ. გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიამდე გავაფართოვეთ საძიებო სამუშაოები. უშუალოდ გუმათჰესის დაგუბებაშიც დღეს ორი მცურავი საშუალება ნავით ვაკეთებთ შემოვლებს და მთელი ამ პერიმეტრის მანძილზე მიმდინარეობს როგორც ფეხით, ასევე ნავებით, ასევე კინოლოგების დახმარებით ძებნა-შველის ღონისძიება. მინდა გითხრათ, რომ კალაპოტებში ძალიან ბევრი პირადი, საყოფაცხოვრებო, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა და ა.შ. ნივთებია ნანახი. ასე, რომ არის ალბათობა რომ მდინარის კალაპოტებში კიდევ ვნახოთ როგორც დაკარგულები, ასევე სხვა ჩვენთვის საინტერესო ნივთები,“ - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.  

 

 

დღის ამბები