რუსთავის სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია, მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით ეწყობა კრივის, კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის და ტრენაჟორის დარბაზები.
კომპლექსში იქნება 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა - პროექტი, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 21 მილიონ ლარს შეადგენს.