შტატებში პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთა პირველი დებატები გაიმართა. საუბარი შეეხო უკრაინა- რუსეთის ომის თემასაც.
კანდიდატებს შორის ერთადერთი იყო ვივეკ რამასვამი, რომელმაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა. რამასვამის აზრით, უკრაინა-რუსეთის ომი, მოსკოვსა და პეკინს დააახლოებს. რუსეთ ჩინეთის ალიანსი კი ყველასთვის დიდი საფრთხე იქნება. დებატებში არ მონაწილეობდა დონალდ ტრამპი, რომელიც კანდიდატებს დიდი სხვაობით უსწრებს რეიტინგში.