26 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
იაპონიამ ფუკუშიმას ატომური სადგურიდან რადიაქტიური წყლის წყნარ ოკეანეში ჩაღვრა დაიწყო

იაპონიამ ფუკუშიმას ატომური სადგურიდან რადიაქტიური წყლის წყნარ ოკეანეში ჩაღვრა დაიწყო. ამის პასუხად, ჩინეთმა იაპონიიდან ყველა სახის ზღვის პროდუქტის იმპორტი აკრძალა. ჩინეთის ხელისუფლება ფუკუშიმადან დაბინძურებული წყლის ოკეანეში ჩაღვრას მკაცრად ეწინააღმდეგება.

"იაპონიის მთავრობამ არ უნდა მიაყენოს მეორადი ზიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ მსოფლიოს მოსახლეობას თავისი ეგოისტური ინტერესების გამო", – ვკითხულობთ ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

იაპონიის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ატომური სადგურიდან წყლის ჩაღვრა უსაფრთხოა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ აღნიშნულ გეგმას "მწვანე შუქი" ივლისში აუნთო. რადიაქტიური წყლის ოკეანეში ჩაღვრას ასევე ეწინააღმდეგებიან სამხრეთ კორეაში.

დღის ამბები