მუსიკალური სამყარო ლეგენდარულ იტალიელ მომღერალსა და კომპოზიტორს ტოტო კუტუნიოს ემშვიდობება. საკულტო სიმღერების ავტორი და შემსრულებელი მილანის კლინიკაში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტოტო კუტუნიოს მუსიკალური კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო, პირველ სერიოზულ წარმატებას კი 1977 წელს, სიმღერით "დონა მია" მიაღწია. იტალიელი მომღერალი ხშირად გამოდიოდა სან-რემოს მუსიკალურ ფესტივალზე, სადაც ასევე არაერთ წარმატებას მიაღწია.
ტოტო კუტუნიო წერდა სიმღერებს სხვა ცნობილი შემსრულებლებისთვისაც, მათ შორის, მის მიერ შექმნილი სინგლი "სოლი", რომელიც ადრიანო ჩელენტანომ შეასრულა, თვეების განმავლობაში ჰიტ ათეულების ლიდერი იყო.