26 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
ბოიკოტი კინოცენტრს - 400-ზე მეტი კინემატოგრაფისტი პროტესტის ნიშნად კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

კინოს სფეროს წარმომადგენლების ბოიკოტი კინოცენტრს - როგორც გამართულ ბრიფინგზე ითქვა, 400-ზე მეტი კინემატოგრაფისტი აღარ მიიღებს მონაწილეობას გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში.

საინიციატივო ჯგუფი მოითხოვს კინოცენტრის დირექტორი ამავე სფეროს წარმომადგენლების მიერ შეირჩეს. დღეს გაკეთებული განცხადებისთვის კულტურის სამინისტროს არ უპასუხია.

რეჟისორი ნინო გოგუა აცხადებს, რომ კინოცენტრის დირექტორი თავად კინოცენტრის წევრებმა უნდა შეარჩიონ. 

"მოვითხოვთ კინოცენტრის დირექტორის პოზიცია იქნეს არჩეული მხოლოდ კინოცენტრის წარმომადგენლების და ფართო საზოგადოების მიერ. უარს ვამბობ ვიმუშაოთ კინოპროექტებზე, რომელიც დაფინანსდება 2023 წლის აგვისტოდან," - აცხადებს ნინო გოგუა. 

დღის ამბები