"მტკიცე სული 2023" - საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს.
პირველი საჩვენებელი კომპონენტი ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაიმართა. დესანტის გადმოსხმის ოპერაციას ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო, ასევე თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები დაესწრნენ.
Agile Spirit 2023 ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიხსნა.