26 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
არანაირი ინფორმაცია მისი ადგილმდებარეობის შესახებ მე არ მქონია, არც მოლდოვაში და არც სხვაგან, ზოგადად, ვიცოდი რომ იმყოფებოდა ევროპაში - რას ამბობს მინდია ლავასოღლის ადვოკატი

მოლდოვაში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის ბრალი წაუყენეს, მასზე ძებნაა გამოცხადებული. "კურიერი" მის ქართველ ადვოკატს ესაუბრა. თუ სად იმყოფება ლავასოღლი და როგორია პოზიცია აქვს მისთვის წარდგენილ ბრალზე, ამის შესახებ გელა ნიკოლეიშვილი ინფორმაციას არ ფლობს.

ადვოკატი ამბობს, რომ მას ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე მხოლოდ რამდენჯერმე ტელეფონით იურიდიულ კონსულტაციაზე ესაუბრა.

"მე ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გავიგე. დაკავებული არ არის და უბრალოდ ძებნაა მასზე გამოცხადებული, ანუ ბრალია წარდგენილი. ბუნებრივია, არანაირი კონტაქტი არ მქონია. შეიძლება ამ 7-8 წლის განმავლობაში პერიოდულად ყოფილიყო ერთი-ორი სატელეფონო კონტაქტი, როდესაც სამართლებრივი კონსულტაცია სჭირდებოდა.

მასზე საქართველოში არის დაუსწრებლად განაჩენი დამდგარი "კანონიერი ქურდობის" ბრალდებით. 2 საქმეზე აქვს მასზე განაჩენი გამოტანილი, ერთში - აქვს მისჯილი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მეორეში - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

არანაირი ინფორმაცია მისი ადგილმდებარეობის შესახებ მე არ მქონია, არც მოლდოვაში და არც სხვაგან. ზოგადად, ვიცოდი რომ იმყოფებოდა ევროპაში," - აღნიშნა გელა ნიკოლეიშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები