26 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
"გადამგდები ხარ, შენს სისხლს დავლევ" - მოლდოვაში ლავასოღლიზე ძებნა გამოცხადდა

ე.წ. ქურდული გარჩევა მოლდოვაში - ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს მინდია გორაძეს ბრალი წაუყენეს, მასზე ძებნაა გამოცხადებული. საქმე ეხება ადგილობრივ ბიზნესმენებს შორის დავას.

მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მხარემ დახმარება ქართველ "კანონიერ ქურდს" მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის სთხოვა.

რაც შეეხება საქმის დეტალებს, საქმე ეხება ერთ-ერთი ავტო კომპანიის მეწილეებს შორის 2019 წელს დაწყებულ დავას. ერთ-ერთი მეწილე მეორისგან დიდი ოდენობით თანხას ითხოვდა, რისი მოგვარებაც ე.წ. კანონიერი ქურდების მეშვეობით გადაწყვიტა. ის ჯერ დაუკავშირდა ცნობილ სპორტსმენს, ივან შალტოიანუს. ამავე საქმეში ფიგურირებს მინდია ლავასოღლიც, რომელიც ემუქრება ერთ-ერთ ბიზნეს პარტნიორს. საქმეში დევს აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ ემუქრება გორაძე 45 წლის ბიზნესმენს.

"გადამგდები ხარ, შენს სისხლს დავლევ, ხალხი მილიონ ევროში გადაყარე, ყველა ძვალს გადაგიმტვრევ. მოლდოვაშიც გიპოვი და ოდესაშიც, ყველგან სადაც დაგიჭერ მოგკლავ! შენ ვის აშინებ? ვინც აქამდე შეგიშინებია ისინი დააშინე. არ მოგასვენებ იქამდე სანამ ვალს სრულად არ დაფარავ!" - ამბობს ჩანაწერში ლავასოღლი.

საქმესთან დაკავშირებით მოლდოველი სამართალდამცველები საუბრობენ.

"ამჟამად დაკავებულმა პირმა მიმართა სპორტსმენ ივან შალტოიანუს რომელიც სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, შალტოიანუ ემუქრებოდა მამაკაცს და მის ოჯახს ფიზიკური ანგარიშსწორებით და მკვლელობით. შანტაჟი შემდეგშიც გაგრძელდა უკვე ქართველი კანონიერი ქურდის ჩართულობით, რომელზეც მოლდოვამ უკვე ძებნა გამოაცხადა," - ამბობს მოლდოვის საგამოძიებო უწყების პრეს-სპიკერი, ემილ გაიტური.

დღის ამბები