მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა ზაზა ხალვაშის ფილმით „ლოტო“, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვის ერთობლივი პროექტია.
ქართული ტრადიციული სიმღერები მესტიის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,რიჰომ" შეასრულა.
დღეიდან 26 აგვისტოს ჩათვლით მაყურებელი ნახავს ფილმებს სხვადასხვა ქვეყნიდან.