26 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
პუტინის წარუმატებლობის ფონზე უკრაინაში, არ არის გასაკვირი, რომ ის იმუქრება საქართველოში ანექსიური პროცესების გააქტიურებით - თინა ბოკუჩავა

რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და "სამხრეთ ოსეთს" შეიერთებს - განცხადება რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.

მედვედევის განცხადებას ოპოზიცია ეხმაურება - პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პუტინის უკრაინაში წარუმატებლობის ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი საქართველოში ანექსიური პროცესების გააქტიურებით იმუქრება.

"პუტინის წარუმატებლობის ფონზე უკრაინაში, არ არის გასაკვირი, რომ ის ასევე იმუქრება საქართველოში ანექსიური პროცესების გააქტიურებაზე. ამაზე ჩვენ დიდი ხნის წინ ვაფრთხილებდით, მათ შორის, დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ სამწუხაროდ, ნაცვლად საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზებისა, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, "რუსული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირიქით - საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს ჩვენი ქვეყანა," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს თუ დასავლეთი საქართველოში ვითარების გამწვავებას გააგრძელებს.

დღის ამბები