26 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
საქართველოს, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა

23-24 აგვისტოს, საქართველოს, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

აჯა ლაბიბი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას, იგი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.

ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბი ასევე შეხვდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს.

დღის ამბები