26 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ არ იყო საბერძნეთში 21 აგვისტოს სამიტზე ქართული მხარე მიწვეული

ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებმა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართული 21 აგვისტოს სამიტის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს. სამიტს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც და ის მიზეზი განმარტა თუ რატომ არ იყო საბერძნეთში მიწვეული ქართული მხარე.

საგარეო უწყების განცხადებით ათენში გამართული სამიტი არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, ორგანიზატორი კი ბერძნული მხარე იყო და მასში მონაწილეობას ევროკავშირის წარმომადგენლები სტუმრის სტატუსით იღებდნენ. ღონისძიების ძირითადი თემა კი, უწყების განმარტებით, არა გაფართოების საკითხები, არამედ უკრაინაში მიმდინარე ომი იყო.

"ეს არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ მისი ორგანიზატორი იყო ბერძნული მხარე. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც სტუმრები. ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოების საკითხი, არამედ უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ, დაპატიჟებულნი იყვნენ უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვა მიჩნეულია, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო. ეს ორი ქვეყანა- უკრაინა და მოლდოვა ძალიან ხშირად არიან ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებულნი, ეს უკვე გარკვეულ პრაქტიკად იქცა", - განაცხადა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა.

დღის ამბები