ცოტა ხნის წინ, სროლის ხმა ისმოდა ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით 3 ადამიანი, მამა და მისი 2 შვილი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთ სახელოსნოში მუშაობდნენ, სადაც დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. კონფლიქტის დროს, ერთ-ერთმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა. დაჭრილები ასათიანის ქუჩაზე მდებარე სახელოსნოს თანამშრომლები არიან. "კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს იცნობდნენ. ადგილზე ახლა სამართალდამცველები მუშაობენ.
"კურიერის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ მიმალვა სცადა, თუმცა ის პოლიციამ ცხელ კვალზე მალევე დააკავა.