ბათუმში, ასათიანის ჩიხში სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები ერთი ოჯახის წევრები, მამა და მისი ორი შვილი არიან.
დაჭრას წინ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.