ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე, მის მიმართ ძალადობის ბრალდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კვლავ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მისი კარიერის, სტატუსისა და პიროვნული განადგურების წინააღმდეგ მიმართული აქტი.
როგორც გოდოლაძე აცხადებს, ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი ყოფილი პარტნიორის მხრიდან:
"მე თავად ვარ ძალადობის მსხვერპლი. 2022 წლის აპრილში ჩემი ყოფილი პარტნიორის მხრიდან. ეს არის თითიდან გამოწოვილი საქმე ბრალის მოტრიალების იმიტომ, რომ ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა შეთითხნა ეს ბრალდება და ამ შეთითხნილ, მტკიცებულებების გარეშე ბრალზე მაქვს წაყენებული, როგორც პროკურატურა მედავება. ეს ყველამ კარგად იცის, პოლიციაშიც, პროკურატურაშიც. ეს არის ჩემი კარიერის, სტატუსის და ჩემი პიროვნული განადგურების წინააღმდეგ მიმართული აქტი. არც ისეთი სუსტი მაქვს, რომ მე ამან შემაშინოს. ყველა ქალის უფლებას დავიცავ,"- აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე.