პაკისტანში საბაგიროს დაზიანების შედეგად კაბინა 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა. სამხედრო ვერტმფრენებით კაბინაში მყოფი რვა ადამიანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კაბინაში 8 ადამიანი იმყოფება, მათ შორის 6 ბავშვი.
პირველი ვერტმფრენი შემთხვევის ადგილზე ოთხი საათის შემდეგ მივიდა. სამაშველო ოპერაციას ხელს ძლიერი ქარი უშლის. ოფიციალური პირების თქმით, ბავშვები საბაგიროს სკოლაში წასასვლელად იყენებდნენ.