თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს.
განხილვის თემა მარცვლეულის შეთანხმება იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გამოცემების ცნობით, აქამდე შეხვედრის გამართვა ანკარაში იგეგმებოდა. ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.