თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი მაღაზია "ვაიკიკის" სახურავზე გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სახურავზე არსებულ კონდინციონერის გარე აგრეგატებს გაუჩნდა.
როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიანი შენობის სახურავზე გაჩნდა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.