26 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
"ვაგნერის" დამფუძნებელი პირველად გამოჩნდა ვიდეომიმართვით, რომელშიც პრიგოჟინი ირწმუნება, რომ აფრიკაში იმყოფება და მათთვის იბრძვის

რუსეთში აჯანყების შემდეგ სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი პირველად გამოჩნდა ვიდეომიმართვით, რომელშიც ევგენი პრიგოჟინი ირწმუნება, რომ აფრიკაში იმყოფება და მათთვის იბრძვის.

მისი თქმით, "ვაგნერი" ატარებს სამხედრო სადაზვერვო და სამძებრო ოპერაციებს.

"ჩვენ რუსეთს კიდევ უფრო ვზრდით ყველა კონტინენტზე. აფრიკა კიდევ უფრო თავისუფალია," – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და მისი სამხედროები ბელარუსში აპირებდნენ ჩასვლას, სადაც ისინი ბელარუსის სამხედროებს მოამზადებდნენ.

დღის ამბები