26 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
დონალდ ტრამპი, 2020 წლის არჩევნებში ჩარევის ბრალდებაზე, ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადებას გეგმავს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მას 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმეზე წაუყენეს, ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის ციხეში, ხუთშაბათს, ნებაყოფლობით გამოცხადებას გეგმავს, - ინფორმაციას CNN-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა ნებაყოფლობითი ჩაბარების გეგმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-შიც დაადასტურა.

"ხუთშაბათს მივდივარ ატლანტაში, ჯორჯიაში, რათა დამაკავოს ოლქის რადიკალმა მემარცხენე პროკურორმა, ფანი უილისმა," - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი დათანხმდა გირაოს სახით 200 000 აშშ დოლარის გადახდას და გათავისუფლების სხვა პირობებს.

დღის ამბები