26 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
36 ლოკაცია, ათეულობით კილომეტრი მიწაზე და წყალზე - შოვის ტრაგედიიდან მე-19 დღეს სტიქიის დროს დაკარგულების ძებნა გრძელდება

36 ლოკაცია, ათეულობით კილომეტრი მიწაზე და წყალზე - შოვის ტრაგედიიდან მე-19 დღეს სტიქიის დროს დაკარგულების ძებნა გრძელდება. 400-მდე მაშველი და 200 ჯარისკაცი შოვიდან ამბროლაურამდე ტერიტორიაზე, ასევე მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში ხუთ მოქალაქეს ეძებს. კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარი მაშველებმა გუშინ იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სპეცტექნიკა, დრონები და კინოლოგიური სამსახური.

"უმძიმესი დღეებია თითოეული ჩვენგანისთვის. რაც შეეხება სამუშაოებს, ჩართულია ყველა უწყება, რაც შეიძლება გაკეთდეს, ყველაფერს აკეთებენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ყველა ჩართული სტრუქტურა. სტიქიის ზონაში თითქმის მთლიანად არის სამუშაოების ჩატარებული. ამ ეტაპზე, ლოკალურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები უშუალოდ სტიქიის ზონაში და, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, როგორც ონის, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე," - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი.

დღის ამბები