26 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
3 წლის თაია ზოიძეს, რომელიც კომაშია, საზოგადოების დახმარება სჭირდება

3 წლის თაია ზოიძე არის კომაში და ძალიან სჭირდება საზოგადოების დახმარება. ბავშვი 4 თვის წინ სუნთქვის გაჩერებით და გულის უკმარისობით მოხვდა კლინიკაში. კლინიკაში მიყვანისას აუმუშავეს გული, თუმცა ტვინის ნაწილი დაზიანდა. 

საქართველოში არ არსებობს შესაბამისი მკურნალობა, რის გამოც 2 თვის წინ გადაიყვანეს თურქეთის კლინიკაში, სადაც გადის ნეირორეაბილიტაციას.

ამ დროის მანძილზე გაუმჯობესდა ბავშვის ფიზიკური და ნევროლოგიური მდგომარეობა, დაბრუნდა ნაწილობრივ უბნების რეფლექსები და მგრძნობელობა, გაჩნდა იმედები. ბავშვი საჭიროებს უწყვეტად და ინტენსიურად მკურნალობის გაგრძელებას. თუმცა ყოველი დღე უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

ამ პერიოდის მანძილზე ოჯახმა სრულად ამოწურა ფინანსური რესურსი. 

თაიას სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის სჭირდება საზოგადოების დახმარება და თითოეული ადამიანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. 

TBC ბანკი 

#GE27TB7466145064300014 ნინო ოღიაშვილი (ნათლია)

საქართველოს ბანკი

#GE22BG0000000541696720 მაია გოგოლაშვილი (ბებია)

დღის ამბები