26 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
"გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი" - კელი დეგნანი

"გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი" - აცხადებს შეერთებული შტატების ელჩი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში.

კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია მონიტორინგის გრძელვადიანი მისია. დეგნანის განცხადებით, აშშ-შიც ნახეს, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, თუ როგორ მუშაობს ის.

"გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი - დათვლილი. აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ამომრჩევლის განათლების კამპანიას, რომელიც ადამიანებს დაეხმარება არა მხოლოდ იმის გაგებაში, რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი, არამედ იმაშიც, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, როცა უბნების 90% გადადის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე, ამომრჩეველმა იცოდეს ეს როგორ მუშაობს. აშშ-შიც ვნახეთ, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით ის, როგორ მუშაობს. მნიშვნელოვანია აგრეთვე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან მხოლოდ არჩევნების დღეს არ ხდება არასწორი რაღაცები, სინამდვილეში ეს თვეებით ადრე ხდება: ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა. გავიმეორებ, ეს არის ტაქტიკები, რომლებიც საქართველოში გამოიყენება ბევრი, ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს. ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ადრეული მონიტორინგი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამომრჩეველს, მოგვიანებით ჰქონდეს ნდობა შედეგის მიმართ," - აცხადებს კელი დეგნანი.

დღის ამბები